აქსელის, საქართველოს ბიზნეს ანგელოზთა ქსელის ინიციატივით, საქართველომ ევროპისბიზნესანგელოზთაქსელის (EBAN) კონგრესის მასპინძლობისათვის განაცხადი შეიტანა. ევროპის ბიზნეს ანგელოზთა კონგრესი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საინვესტიციო კონფერენცია ევროპაში, რომელიც ყოველწლიურად იმართება EBAN-ისა და სხვა ევროპული ბიზნეს ანგელოზთა ქსელის ორგანიზებით. კონკურსის ფარგლებში, საქართველომ განაცხადი აპრილში შეიტანა და საბოლოო გადაწყვეტილება 30 აპრილს გახდება ცნობილი.
საქართველოს ბიზნეს ანგელოზთა ქსელის განცხადებით, კონგრესის მასპინძლობა საქართველოში 500-ზე მეტ წამყვან ინვესტორსა და სტარტაპს შეკრებს. ამასთან, ადგილობრივი სტარტაპებისთვის გააჩენს ახალ შესაძლებლობებს, დაეხმარება მათ უცხოური კაპიტალის მოზიდვაში და მსოფლიო ბაზრისთვის თავიანთი იდეების წარდგენაში.
აღსანიშნავია, რომ კონგრესის ამჟამინდელი მასპინძელი არის ესტონეთის ბიზნეს ანგელოზთა ქსელი (EstBAN) და 2024 წლის საინვესტიციო შეკრება ესტონეთში, ტალინში გაიმართება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, დიდუბის რაიონის გამგეობა, იროდიონ ევდოშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეიდან ერთი თვის განმავლობაში, საავტომობილო…
ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ 116 მილიონი დოლარისა და 54 მილიონი ლარის ჯარიმები აქვთ დაკისრებული – ამის შესახებ სახელმწიფო…
ონლაინ პლატფორმებზე სურსათის (ისევე როგორც სხვა პროდუქტების) შეძენა, დღეს საკმაოდ აქტუალურია. სოციალურ ქსელში ხშირია სხვადასხვა სახის სურსათის შეთავაზებების შემთხვევები, რაც გარკვეულ…